აკადემიური ვიზიტი უმაღლეს სასწავლებელში TH Wildau (გერმანია)
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი სოფიო ჩაჩავა და ასისტენტ პროფესორი სოფიო ტყემალაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და სასწავლო მობილობის პროგრამის ფარგლებში 9-13 მაისის კვირაში აკადემიური ვიზიტით იმყოფებოდნენ TH Wildau (გერმანია) უმაღლეს სასწავლებელში.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში სოფიო ტყემალაძემ და სოფიო ჩაჩავამ მოწვეული ლექტორების სტატუსით ჩაატარეს ინტენსიური ლექცია/ვორქშოპი მედიაციასა და ეფექტიან კომუნიკაციაში MBA პროგრამის სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე. სოფიო ჩაჩავამ პროფესორ გრეგ ბონდთან ერთად ასევე წარმართა სალექციო სესია მედიაციის ინტენსიური კურსის სტუდენტებთან გერმანულ ენაზე.
თანამშრომლობის ფარგლებში ნიუ ვიჟენის სტუდენტებს ყოველ სემესტრში აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი სემეტრით ესტუმრონ TH Wildau-ს. ამასთან, აკადემიური თანამშრომლობა ინტენსიურია და კვლავ გაგრძელდება და გაღრმავდება.