Invalid Date NaN Invalid Date
პროფესორ რორი ბაჰადურის ვორქშოფი
6 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში უოშბერნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, რორი ბაჰადურის ვორქშოფი გაიმართა.
რორი ბაჰადურმა აუდიტორიას სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან ისაუბრა სტუდენტთა ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლების ტექნიკებზე. ვორქშოფი სწავლების საუკეთესო შედეგების მიღწევის შესახებ დისკუსიით დასრულდა.
რორი ბაჰადურს აშშ-ში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, როგორც სამართლის სწავლების გამორჩეულ ექსპერტს. მის შესახებ დაიწერა წიგნში „რას აკეთებენ სამართლის საუკეთესო პედაგოგები" (What the Best Law Teachers Do). მრავალგზის დასახელდა წლის საუკეთესო პროფესორად უოშბერნის უნივერსიტეტში და მიიღო Ned Flemming Excellence ჯილდო სწავლებაში 2023 წელს.