Invalid Date NaN Invalid Date

ტრენერთა ტრენინგი სამართლის პრაქტიკულ უნარებში

10-14 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი მიზნად ისახავდა სამართლის სკოლებში პრაქტიკული უნარების სწავლების გაძლიერებას და მას სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, მოწვეული ლექტორები და იურიდიული დახმარების კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ტრენინგს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში დაფუძნებული პრაქტიკული უნარების ცენტრის ექსპერტთა ჯგუფი. მათ მონაწილეებს გაუზიარეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული სილაბუსი და სხვადასხვა სახის სასწავლო მასალები, რომლებიც ბაკალავრის სტუდენტებისთვის სამართლებრივი კვლევისა და წერის, კლიენტთან ინტერვიუს წარმოების, მოლაპარაკების, მედიაციის, საპროცესო უნარ-ჩვევების და პროფესიული ეთიკის შესახებ საბაზისო სწავლებას შეუწყობს ხელს.
ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები სამართლის სწავლების მეთოდების შესახებ. ექსპერტებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროცესში, კერძო სამართლის მიმართულებით, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების ინტეგრირება.