უჯრედული 2D და 3D კულტურის/კულტივაციის შემსწავლელი ტრენინგი
2022 წლის 24 ოქტომბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კარლ ცაისის მიკროსკოპული სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდება უჯრედული 2D და 3D კულტურის/კულტივაციის შემსწავლელი ტრენინგი. 5 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ლაბორატორიის აღჭურვილობას; სტერილურ გარემოში მუშაობის პრინციპებს; უჯრედული კულტურისთვის საჭირო არეებს და სხვა აუცილებელ ნივთიერებებს, მათ განსხვავებას და დანიშნულებას; უჯრედული კულტურის შეფასების კრიტერიუმებს; უჯრედული კულტურის შესწავლის პერსპექტივებს, მიზნებს და აქტუალობას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შესძლებენ უჯრედული კულტურის დამოუკიდებლად წარმართვას (დათესვას, გაზრდას და გამრავლევლებას). ტრენინგ კურსს უხელმძღვანელებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კარლ ცაისის მიკროსკოპული სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მკვლევარი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი - ვერა ოკუნევა.
ტრენინგში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დამატებითი კითხვებისათვის დაგვიკავშირდით - [email protected]