
მედიცინის სკოლის სტუდენტების კვლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში
სტუდენტთა სამეცნიერო ჯგუფმა, რომლის მიზანია სტუდენტების მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, ჟურნალში „Frontiers in Cardiovascular Medicine“ გამოქვეყნებული ნაშრომი "Gender differences in Atherosclerotic Vascular Disease: from lipids to clinical outcomes" სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინა.
16-17 ივნისს, სამეცნიერო ჯგუფის სტუდენტებმა, არტერიული ჰიპერტენზიის მიმართ ცნობადობის ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიება ჩაატარეს. აქტივობის მიზანი იყო, ერთის მხრივ გამოხმაურებოდა საერთაშორისო კამპანიას „May Measurement Month” და მეორეს მხრივ, შეგროვებულიყო მონაცემები სამეცნიერო კონფერენციისთვის. კამპანიის ფარგლებში სტუდენტებმა 57 მოხალისე გასინჯეს. აქტივობის განხორციელებამდე მათ სპეციალური მომზადება გაიარეს და პროფესიონალურად წარმართეს გასინჯვების პროცესი.
სტუდენტთა სამეცნიერო ჯგუფს ზედამხედველობა გაუწია უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ვახტანგაძემ. აქტივობაში მონაწილეობდნენ შემდეგი სტუდენტები:
- RAJEEKA SINGH TAK
- RAND NASSAR
- ONYEKACHI EMMANUEL ANYAGWA
- VAIBHAV DHOKWAL
- HAYA MOHAMMAD SHEHADEH
- TRUNG HIEU TRUONG
- GLORIA NYELU AKABOGU
- JUDITH KOSEDE OFOVBE


