Sun 2 Jul

მარიო გოიზისის საჯარო ლექცია

1 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს პლასტიკური ქირურგი და რეგენერაციული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი – პროფესორი მარიო გოიზისი ეწვია. პროფესორმა, საჯარო ლექციის ფარგლებში, ისაუბრა თემაზე „რეგენერაციული მედიცინის მოწინავე ტექნოლოგიები: დერმოგრაფტი და გამდიდრებული ნანოგრაფტი". ვიზიტი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს – მარიო გოიზისმა რამდენიმე პაციენტს ესთეტიკური პროცედურები ჩაუტარა და ამ გზით, აუდიტორიას უფრო სიღრმისეულად გააცნო დარგში არსებული სიახლეები.