იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შესარჩევად
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, ასევე, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სტაჟირების ვადა შეადგენს 6 თვეს.
სასურველია, კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე.
იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 22 მარტისა.
უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს: უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას; დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: აპლიკაციის ფორმა