Sat 26 Feb

მე-500 კურსდამთავრებული და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

24 თებერვალს დიპლომების გადაცემის მორიგი ცერემონია გაიმართა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯამურმა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

ღონისძიება უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი განცხადებებით გაიხსნა და მას ომის ბოროტებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის აღკვეთისკენ მოწოდებები ფონად გაჰყვა. მედიცინის პროგრამის კურსდამთავრებულთა ჰიპოკრატეს ფიცმაც კიდევ უფრო ღრმა შინაარსი შეიძინა.