ორშ, 7 სექ. 2026

სასერტიფიკატო კურსები ხელოვნების მიმართულებით

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო კურსებზე: 

  • ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება;
  • ფეხსაცმლის მხატვრული მოდელირება; 
  • ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების მხატვრული მოდელირება;
  • ქსოვილების მხატვრული დამუშავება.

კურსებს უხელმძღვანელებს დიზაინერი თათა ვარდანაშვილი, ხოლო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ სწავლების პროცესში დიზაინერის ასისტენტის რანგში.

კურსის უნიკალურობას განაპირობებს ეკოლოგიურად მდგრადი მასალებისა და წარმოების მეთოდების გამოყენება, რაც თანხვედრაშია თანამედროვე მოდის ინდუსტრიის გამოწვევებთან.

მონაწილის არჩევანის შესაბამისად, შესაძლებელია სამთვიანი, ექვსთვიანი ან ერთწლიანი პროგრამის გავლა.

სამთვიანი კურსის ღირებულება: 1000 ლარი. ფასი შეიცვლება შერჩეული პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად.

სასწავლო პროცესი დაიწყება 1 ოქტომბერს.

სასურველ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე 12 სექტმებრის ჩათვლით.