
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების დღეები ქუთაისში
16-18 ივნისს უნივერსიტეტის აკადემიურმა გუნდმა ქუთაისში პროფესიული განვითარების 3 დღე გაატარა. სამუშაო შეხვედრების სერია მიზნად ისახავდა სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას, ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობასა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას.
ცალკეული სესია დაეთმო სამედიცინო განათლებას, ასევე დენტალური მედიცინის მიმართულებას.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებზე, სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის (AI) კრეატიულ გამოყენებაზე და უნივერსიტეტის ახალ კონცეპტუალურ ხედვაზე განათლებაში.
ყურადღება დაეთმო დოქტორანტთა მხარდაჭერის მექანიზმებს, კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებსა და უნივერსიტეტის კვლევით სტრატეგიას. ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოპი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების სრული გზამკვლევის შესახებ.
აკადემიური სესიების პარალელურად, უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის მოეწყო ნეთვორქინგი და კულტურულ-სპორტული აქტივობები, მათ შორის, მონაწილეები დაესწრნენ საფეხბურთო მატჩს.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე.