Fri 24 Jul

შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები

2026 წლის 18-19 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობა ოცზე მეტმა სტუდენტურმა გუნდმა მიიღო. საწყის ეტაპზე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამართლებრივ წერაში, საპროცესო უნარებსა და მედიაციაში, რის შემდეგაც თითოეულმა გუნდმა სამართლებრივი დასკვნა, სარჩელი და შესაგებელი მოამზადა.

იმიტირებულ პროცესებზე ექსპერტ-მსაჯებად მოწვეული იყვნენ პრაქტიკოსი იურისტები და მედიატორები, რომლებმაც შეჯიბრის მონაწილეებს დეტალური უკუკავშირი მიაწოდეს.

იმიტირებული პროცესების დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებსაც სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. რამდენიმე სტუდენტს, პრიზის სახით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში, სხვადასხვა იურიდიულ ფირმასა თუ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცა. ასევე, გამორჩეულმა სტუდენტებმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვეს.