Mon 13 Jul

ორმაგი ხარისხის სამართლის სამაგისტრო პროგრამა

ორმაგი ხარისხის სამართლის სამაგისტრო პროგრამა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და Georgia State University-ისგან!

ჩააბარე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და მიიღე აშშ-ში სწავლის ექსკლუზიური შესაძლებლობა.

ორმაგი ხარისხის (Double Degree) პროგრამის უპირატესობები:

  • GSU College of Law-ის ხარისხი AI, Analytics & Technology Law მიმართულებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხთან ერთად, ერთი პროგრამის ფარგლებში.
  • სწავლის ოპტიმალური ფორმატი: 1 სემესტრი საქართველოში და 1 სემესტრი აშშ-ში, რაც ანახევრებს პროგრამის საფასურს ამერიკაში.
  • დაშვება ჯორჯიის შტატის საადვოკატო ლიცენზირების გამოცდაზე (Bar Exam) დამატებითი 1 წლის განმავლობაში LL.M. for the Practice of Law in the U.S. ხარისხის მიღების საფუძველზე, საიდანაც ნახევრის გავლა ისევ საქართველოში, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კვლევის მაგისტრის აკადემიურ პროგრამაზეა შესაძლებელი. 
  • გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს აქვთ აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შანსი! 

გამოიყენე ეს უნიკალური შესაძლებლობა, ჩააბარე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე!

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სამართლის სკოლის წარმომადგენელს, შალვა მხეიძეს, ელ-ფოსტაზე: [email protected] ან ტელეფონის ნომერზე: 591258877. 

NVU-სა და GSU-ს შორის თანამშრომლობა დამყარდა უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან თანამშრომლობით.