
The Sustainability Impact Ratings 2026 შედეგები
გაუმჯობესებული მსოფლიო რეიტინგი და უწყვეტი ლიდერობა საქართველოში - Sustainability Impact Rankings 2026.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 4 წელია ლიდერობს საქართველოში თაიმსის უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგის, THE Sustainability Impact Ratings (ყოფილი THE Impact Rankings) მიხედვით და კვლავ წამყვან პოზიციებზეა მსოფლიოში ცალკეულ მიმართულებებში.
THE Sustainability Impact Ratings ერთადერთი საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაა, რომელიც აფასებს უნივერსიტეტების წვლილს მდგრადი განვითარების მიმართულებით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) შესაბამისობაში.
უნივერსიტეტმა შეინარჩუნა წამყვანი პოზიცია SDG3 - ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით და კვლავ მსოფლიოს საუკეთესო 101-200 უნივერსიტეტს შორისაა.
ასევე, უნივერსიტეტმა გაიუმჯობესა პოზიცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის SDG16 - მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები, და 301-400 წამყვან უნივერსიტეტს შორისაა.
გაუმჯობესებულია საერთო რეიტინგიც, NVU-მ 601-800 პოზიციურ ჯგუფში გადაინაცვლა.
მიღწეული შედეგები ასახავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ხედვას, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებაში.
დეტალურად უნივერსიტეტის შედეგები თითოეულ მიზანთან მიმართებით იხილეთ ბმულზე - https://www.timeshighereducation.com/impactrankings