Thu 4 Jun

სტომატოლოგიის სკოლის თიმბილდინგი

2026 წლის 17 მაისს გაიმართა სტომატოლოგიის სკოლის თიმბილდინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა თანამშრომლებმა.

ღონისძიების მიზანი იყო გუნდური თანამშრომლობის გაძლიერება, პროფესიული კომუნიკაციის გაუმჯობესება და თანამშრომლებს შორის პოზიტიური და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს ხელშეწყობა. თიმბილდინგის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთნენ სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობაში, რომლებიც მიმართული იყო გუნდური მუშაობის, ნდობისა და ეფექტური კომუნიკაციის განვითარებაზე.

ღონისძიებამ შექმნა მეგობრული და მოტივაციური ატმოსფერო, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი არაფორმალურ გარემოში, გაეზიარებინათ გამოცდილება და გაეძლიერებინათ გუნდური სულისკვეთება.

სტომატოლოგიის სკოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი ტიპის აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურის განვითარებასა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდას.