
Fri 12 Jun
გაიმართა სტუდენტური კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, 6 ივნისს, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე - „მზერა მომავლისკენ: ევროპა, მისი აღმოსავლეთი სამეზობლო და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგი.“
კონფერენციაზე თავიანთი ნაშრომები წარადგინეს პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა.
ღონისძიებამ, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, წარმოეჩინათ საკუთარი კვლევითი ხედვები და ემსჯელათ რეგიონული, ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევებზე.