
Mon 29 Jun
კვლევითი გრანტების კონკურსი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი გრანტების კონკურსს.
კონკურსის მიზანია იმ კვლევითი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც:
- ხელს უწყობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას;
- ხელს უწყობს სადოქტორო კვლევას და სტუდენტების ჩართულობას კვლევაში;
- უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამეცნიერო შედეგებს, მათ გავრცელებასა და ცოდნის ტრანსფერს;
- ახალისებს ინტერდისციპლინურ, საერთაშორისო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე კვლევებს.
კვლევითი გრანტის განაცხადის წარდგენა შეუძლია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს. თითოეულ მკვლევარს/კვლევით ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კვლევითი პროექტი.
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- კვლევითი გრანტის განაცხადის შევსებული ფორმა;
- შევსებული ბიუჯეტის ცხრილი;
- პროექტის ძირითადი მონაწილეების CV-ები (თითოეული არაუმეტეს 2 გვერდისა, შესაბამისი მნიშვნელოვანი პუბლიკაციების მითითებით);
- თანხმობის განაცხადი;
- ეთიკური ან მარეგულირებელი შესაბამისობის შესახებ განცხადება, საჭიროების შემთხვევაში;
- თანადაფინანსების ან პარტნიორის მხარდაჭერის წერილი, საჭიროების შემთხვევაში.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად, კვლევისა და ინოვაციების კომიტეტის ელფოსტაზე: [email protected], 2026 წლის 18 სექტემბერის ჩათვლით.
პროექტები შეფასდება 70-ქულიანი სისტემით, ხოლო დაფინანსების განსახილველად განაცხადმა უნდა მიიღოს არანაკლებ 60/70 ქულა.
დანართები:
კვლევითი პროექტები - ტიპი, ხანგრძლივობა და დაფინანსების სქემა