Wed 6 May

სტრატეგიული თანამშრომლობა „ჰორიზონტ ევროპასთან“

30 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) წარმომადგენლებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.

ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის ინტეგრირებას ევროპულ საგზაო რუკაში. შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის ეროვნული ოფისის ექსპერტებმა წარადგინეს 2026-2027 წლების პრიორიტეტები:

  • მეცნიერების ბრწყინვალება (I სვეტი): კვლევითი ინფრასტრუქტურა და MSCA აქტივობები;
  • გლობალური გამოწვევები (II სვეტი): ჯანდაცვა, ციფრული ტექნოლოგიები, კლიმატი, სურსათის ბიოეკონომიკა და სხვა;
  • ინოვაციური ევროპა (III სვეტი): ტექნოლოგიური გარღვევები (EIC/EIT);
  • ჰორიზონტალური მიმართულებები: ახალი ევროპული ბაუჰაუსი (NEB) და WIDERA.

უნივერსიტეტის ინოვაციური მიმართულებების გაცნობის შემდეგ, გაიმართა თემატური სამუშაო შეხვედრები, სადაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და აფილირებული კლინიკების წარმომადგენლებმა, დარგობრივ ექსპერტებთან ერთად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.