
Thu 30 Apr
IGCAT-თან თანამშრომლობის მემორანდუმი
2026 წლის 16 აპრილს, უნივერსიტეტის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლა გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
IGCAT-ის გლობალური ქსელის მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ გასტრონომიისა და კულტურული ტურიზმის მიმდინარე გლობალურ პროექტებში; მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში და განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ერთ-ერთ იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელიც რეგიონული გასტრონომიის საერთაშორისო აღიარებისთვის მუშაობს.
პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარდგენის ხელშეწყობა „მსოფლიო გასტრონომიის რეგიონის“ სტატუსის მოსაპოვებლად.