Mon 18 May

საინფორმაციო შეხვედრები ძალადობის პრევენციაზე

13 და 15 მაისს, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკის (Coviocrim) კურსდამთავრებულებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სკოლა GLC-ისა და ედისონის სახელობის სკოლა „ნოვაციას“, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან.

პრეზენტაცია მოიცავდა შემდეგ საკთხებს:

  • ძალადობრივი დანაშაულების პრევენცია;
  • ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი შესაძლებლობები;
  • ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება;
  • ძალადობის პრევენციის მიმართულებით არსებული სერვისები და დახმარების ცენტრები.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხო და თანასწორი საზოგადოების ფორმირებას.