
დაიწყო აბსტრაქტების მიღება სტუდენტური კონფერენციისთვის
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტური კონფერენციისთვის თემაზე: „მზერა მომავლისკენ: ევროპა, მისი აღმოსავლეთი სამეზობლო და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგი“.
კონფერენციის მიზანია, სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, იდეები და ანალიზი საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციის თუ რეგიონული განვითარების საკითხებზე.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამი თემატური პანელი:
- სამხრეთ კავკასია- სხვადასხვა გზით საერთო მომავლისკენ?;
- ევროპის პოლიტიკური დილემები - მიგრაცია, უსაფრთხოება და გაფართოება;
- დემოკრატიისა და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მომავალი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის და მომიჯნავე სფეროების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
დრო: 06 ივნისი, 2026.
ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა, ეკო კამპუსი (ნოდარ ბოხუას ქუჩა, 11).
მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მოცემულ ბმულზე და თან დაურთონ:
- აბსტრაქტი (250-300 სიტყვა);
- CV.
განაცხადები მიიღება 31 მაისის ჩათვლით, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით [email protected].