Thu 16 Apr

საპარლამენტო დებატებისა და მოლაპარაკებების იმიტირებული პროცესი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა აცხადებს რეგისტრაციას სტუდენტებისთვის ევროპარლამენტის ფორმატში დებატებისა და მოლაპარაკებების იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

იმიტირებული სესიების მთავარი თემა იქნება ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის განვითარება. დებატებისა და მოლაპარაკების შემდეგ მონაწილეებმა უნდა მიიღონ რეზოლუცია ევროკავშირისთვის ევროპული საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი კომპეტენციის ჩამოყალიბების შესახებ.

ღონისძიება, ასევე, სატრეინინგო ნაწილს, რომლის დროსაც სტუდენტები მიიღებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებით:

  • ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა;
  • სტრატეგიული ავტონომიის არსი და დანიშნულება;
  • ავტონომიის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციების ანალიზი და შეფასება;;
  • სტრატეგიული ავტონომიის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტურობისთვის საჭირო გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურები; 
  • ევროპარლამენტის პარტიული სისტემა; 
  • ევროპალრამენტში დებატებისა და მოლაპარაკებების პროცესები.

იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორიო სამართლისა და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის  საფეხურების სტუდენტებს.

ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 24-25 აპრილს, 11.00-დან 16.00-მდე. 

მონაწილეობა უფასოა. 

იმიტირებული დებატებისა და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

დაინტერესებულმა სტუდენტმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 17 აპრილის ჩათვლით აღნიშნულ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]