
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი SAP Meetup-ს მასპინძლობს
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, SAP Community-სთან თანამშრომლობით, მასპინძლობს ღონისძიებას - SAP Meetup Tbilisi, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებსა და დარგის პროფესიონალებს ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული კავშირების განვითარებისთვის.
ღონისძიება საინტერესო პლატფორმაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციებითა და SAP ეკოსისტემით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ინდუსტრიის პროფესიონალების პრაქტიკულ გამოცდილებასა და დაამყარონ პროფესიული კავშირები.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის ფარგლებში, აქტიურად უჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემებში ინტეგრაციისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
ღონისძიების დეტალები:
- 🗓️ თარიღი: 24 აპრილი
- 🕒 დრო: 17:30
- 📍ლოკაცია: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახალი კამპუსი (ლუბლიანას ქ. 15ა)
დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://community.sap.com/t5/tbilisi-events/sap-meetup-tbilisi/ev-p/14360560
🔴 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.