
სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები და/ან სერტიფიცირებული მედიატორები. გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისგან/სტუდენტისგან. ერთ გუნდში შესაძლებელია გაერთიანდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2026 წლის 08 მაისის ჩათვლით (24:00 სთ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
იმიტირებული პროცესების წესებისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია დეტალურად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები გაიმართება 2026 წლის ივნისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.