Fri 17 Apr

მიღება კინოსკოლის პროფესიულ პროგრამებზე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა აცხადებს სტუდენტების მიღებას 6-თვიან პროფესიული მომზადების პროგრამებზე შემდეგი მიმართულებით:

  • კინო კამერის ოპერატორი;
  • კინოს მემონტაჟე.

სასწავლო პროცესი წარიმართება კინოინდუსტრიის პროფესიონალების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობით, რაც უზრუნველყოფს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მაღალ ხარისხს.

პროგრამის მიზანია შექმნას თანამედროვე, ინკლუზიური სასწავლო გარემო, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაეუფლოს კინოინდუსტრიის წამყვან პროფესიებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ  აღნიშნულ ბმულზე.

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პორტალზე.

რეგისტრაცია ხორციელდება 26 აპრილის ჩათვლით.