Sun 8 Mar

ვიზიტი დასავლეთ საქართველოს სკოლებში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის სკოლებს ესტუმრა.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სწავლების შესაძლებლობები და კარიერული პერსპექტივები. ასევე, მათ ახალგაზრდებს გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ სამომავლო პროფესიის სწორად განსაზღვრასა და საკუთარი ინტერესების უკეთ შეფასებაში. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა ქ. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლასთან, რომელსაც სასკოლო ოლიმპიადაში უკვე რამდენიმე გამარჯვებული ჰყავს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.