Thu 19 Feb

ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე

2026 წლის 17-19 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი საერთაშორისო ტრენინგი, რომელიც ეხებოდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციას, იდენტიფიცირებასა და ეფექტიან რეაგირებას.

ტრენინგს უძღვებოდა პროფ. სარა ჰეინცი, გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დიაგნოსტიკური და კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. პროგრამამ თავი მოუყარა სფეროს ექსპერტებს და დაინტერესებულ პროფესიონალებს.

სამუშაო სესიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი თემები:

  • ძალადობის ტიპები და მათი ამოცნობა;
  • კლინიკური სასამართლო ექსპერტიზა;
  • ძალადობის დოკუმენტირება და მტკიცებულებების მართვა;
  • სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკული მექანიზმები;
  • რისკის შეფასება და ეფექტიანი კომუნიკაცია.

ტრენინგი მოიცავდა თეორიულ კომპონენტებსა და პრაქტიკულ მუშაობას, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა განევითარებინათ პროფესიული კომპეტენციები ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით.