
მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები
2026 წლის 28 თებერვალსა და 7 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების ფინალური შეხვედრა გაიმართა.
პროექტი დაიწყო 2025 წლის დეკემბერში და მასში მონაწილეობდა 40-მდე სტუდენტური გუნდი. სამი თვის განმავლობაში სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამართლებრივ წერაში, საპროცესო უნარებსა და მედიაციაში. ტრენინგების დასრულების შემდეგ თითოეულმა გუნდმა მოამზადა სამართლებრივი დასკვნა, სარჩელი და შესაგებელი. შერჩევის პროცესის შედეგად, შეჯიბრის საბოლოო ეტაპზე მონაწილეობისთვის 20 საუკეთესო სტუდენტური გუნდი შეირჩა.
იმიტირებულ პროცესებზე ექსპერტ-მსაჯებად მოწვეულნი იყვნენ პრაქტიკოსი იურისტები და მედიატორები, რომლებმაც შეჯიბრის მონაწილეებს დეტალური უკუკავშირი გაუზიარეს.
იმიტირებული პროცესების დასრულების შემდგომ, სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომელთაც სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. რამდენიმე სტუდენტს პრიზის სახით, შესაძლებლობა მიეცა, სტაჟირება გაიაროს სხვადასხვა იურიდიულ ფირმასა თუ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში. ასევე, გამორჩეულ გუნდებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სრული და ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება შესთავაზა.