
Tue 10 Mar
სამართლის სკოლის ტრენინგები მოსწავლეებისთვის
თებერვალში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა ოთხი საგანმანათლებლო ტრენინგი მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ინიციატივის მიზანი მოსწავლეებში სამართლის სფეროსადმი ინტერესის გაღრმავება და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა იყო.
უნივერსიტეტის პროფესორებმა ტრენინგები ჩაატარეს შემდეგი მიმართულებით:
- ლიკა საჯაია: პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
- სოფიო ჩაჩავა: სამოქალაქო სამართალი;
- გიორგი თუმანიშვილი: სისხლის სამართალი;
- კახი ყურაშვილი, ნათია ბიძინაშვილი: ადამიანის უფლებები.
მონაწილეები გაეცნენ სამართლის ძირითად პრინციპებს, განივითარეს კრიტიკული აზროვნება და სადებატო უნარ-ჩვევები. ტრენინგების პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და დებატებს.