Wed 5 Nov

საერთაშორისო ოლიმპიადა „მომავლის მედიცინა 2025“

2025 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაში - „Medicine of the Future 2025“, რომელიც ორგანიზებული იყო ცენტრალური აზიის უნივერსიტეტის მიერ. ღონისძიებაში მონაწილეობდა 50-მდე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 10-ზე მეტი ქვეყნიდან.

პროექტმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინათ საკუთარი პროფესიული უნარები, გაეზიარებინათ გამოცდილება და შეხვედროდნენ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წამყვან ექსპერტებს. მათ შორის იყო  ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, ნორვეგიელი პროფესორი ედვარდ მოსერი, რომელიც ცნობილია მეხსიერებისა და სივრცული ორიენტაციის ნეირომექანიზმების შესახებ თავისი ფუნდამენტური კვლევებით. 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო ცენტრის კლივლენდის კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც ცნობილნი არიან ონკოლოგიისა და ინფექციური დაავადებების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი „MedEA“ ოლიმპიადის ფინალში გავიდა.