
გლობალური პოლიტიკის ზამთრის სკოლა
2026 წლის 25-27 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა გლობალური პოლიტიკის ზამთრის სკოლა - „გზის გაკვლევა ქაოტურ საერთაშორისო სისტემაში: დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა და თანამედროვე გამოწვევები.“ ღონისძიება ორგანიზებული იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის და პოლიტიკის კვლევისა და ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის (IPRES) მიერ.
ზამთრის სკოლამ თავი მოუყარა სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
სამდღიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი და მცირე სახელმწიფოების როლი და შესაძლებლობები, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროკავშირი როგორც გლობალური აქტორი და სხვა.
პროგრამის მონაწილეებმა შეაფასეს და გააანალიზეს საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების დინამიკა. ასევე, მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელთა წინაშეც დგანან როგორც საერთაშორისო პოლიტიკის გავლენიანი მოთამაშეები, ისე მცირე სახელმწიფოები.
ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სერტიფიკატი.