Fri 13 Feb

სისხლის სამართლის ტრენინგი და იმიტირებული პროცესი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იწვევს მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებს სისხლის სამართლის ტრენინგსა და იმიტირებულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეები გაეცნობიან სისხლის სამართლის ძირითად პრინციპებს, გაივლიან სასამართლო პროცესის ეტაპებს პრაქტიკაში  და მიეცემათ შესაძლებლობა, უკეთ განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული ინტერესები. 

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ღონისძიება ჩატარდება 2026 წლის 21 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში (ბოხუას ქ. 11).

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე 19 თებერვლის ჩათვლით.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.