Fri 6 Feb

სამოქალაქო სამართლის ტრენინგი და იმიტირებული შეჯიბრი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იწვევს მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო სამართლის ტრენინგსა და იმიტირებულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეები გაეცნობიან სამოქალაქო სამართლის ძირითად პრინციპებს, გაიღრმავებენ ცოდნას და მიეცემათ შესაძლებლობა, უკეთ განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული ინტერესები. 

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ღონისძიება ჩატარდება 2026 წლის 14 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში (ბოხუას ქ. 11).

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე 12 თებერვლის ჩათვლით.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.