
Mon 26 Jan
პერსონალური მონაცემების დაცვის ტრენინგი და დებატები
სამართლის სკოლა მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ატარებს ტრენინგს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე.
ტრენინგი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ უფლებები არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით და განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და სადებატო უნარ-ჩვევები.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ღონისძიება ჩატარდება 2026 წლის 6 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში (ბოხუას ქ. 11).
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე 4 თებერვლის ჩათვლით.
დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.