
Thu 12 Feb
სასკოლო ოლიმპიადა 2025-2026: ფინალური ეტაპი
2026 წლის 31 იანვარს, ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2025-2026-ის ფინალური ეტაპი გაიმართა.
მესამე ტურში მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა და უნარები გამოავლინეს სამი მიმართულებით:
- სამოქალაქო განათლება - სამართლებრივი საფუძვლები;
- სამეწარმეო საფუძვლები;
- ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე.
რაც შეეხება, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედია მიმართულებას, გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოლიმპიადის მეორე ტურის დასრულების შემდეგ.
ოლიმპიადის გამარჯვებულები მარტში მონაწილეობას მიიღებენ მათთვის ორგანიზებულ საგაზაფხულო სკოლაში.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ატარებს სასკოლო ოლიმპიადას, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენისა და მათი მოტივაციის წახალისების მიზნით.