Thu 5 Feb

ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სკოლა შეიქმნა. სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, დაცვა და პოპულარიზაცია. ის ასევე მიმზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში შემოქმედებითი სექტორის განვითარებასა  და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას.

უნივერსიტეტმა არსებული ინიციატივებით, როგორიცაა კინოსკოლისა და კინოწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნა, „ნიუ ვიჟენ ფილმსის“ დაფუძნება და კინოწარმოებაში ჩართულობა, „ზარაფხანას“ შემოქმედებითი და კულტურული მემკვიდრეობის ხაზის ხელშეწყობა - შექმნა დარგის შემდგომი განვითარების საფუძველი. ერთიან აკადემიურ ეკოსისტემაში გაერთიანებით უნივერსიტეტი ისწრაფვის ხელოვნების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სინერგიის ეფექტით ახალი პროექტების განვითარებას.

გადაწყვეტილება დაეფუძნა უნივერსიტეტის ხედვას ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გააზრებით კულტურული მრავალფეროვნების, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების წახალისებაზე.