Fri 13 Feb

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იურიდიული კლინიკა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იურიდიულ კლინიკაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ხორციელდება ,,ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის” (COVIOCRIME) საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. 

პროგრამა მოიცავს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სამართლებრივი დახმარების კურსებს და განკუთვნილია სამართლისა და მედიცინის სკოლის მე-2-მე-4 კურსის სტუდენტებისათვის.

კლინიკის ფარგლებში სტუდენტები: 

  • გაეცნობიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო  სტანდარტებს, მათი დაცვის მექანიზმებსა და მსხვერპლთა დაცვის საქმეებზე მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს; 
  • შეისწავლიან ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებს; 
  • გაეცნობიან  სისხლის სამართლის საქმეებს, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; 
  • შეისწავლიან დაზარალებული მსხვერპლი ქალების დაცვის მექანიზმებს,  სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა მოსაზრებებს მტკიცებულებათა შეკრებისა და მოპოვების კუთხით; 
  • ჩაერთვებიან სპეციალისტებთან ერთად კლინიკის რეალურ საქმეებში მომსახურების გაწევის პროცესში.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ქმედითი იურიდიული დახმარების აღმოჩენას და მიღებული ცოდნის საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციულ განათლებას.

იურიდიულ კლინიკაში მონაწილეობა უფასოა!

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე,  2026 წლის 1 აპრილიდან  2026 წლის 30 სექტემბრამდე.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 4 მარტის ჩათვლით, ელექტრონულად, აღნიშნულ ბმულზე

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.