
გლობალური პოლიტიკის ზამთრის სკოლა
პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა, პოლიტიკის კვლევისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტთან (IPRES) თანამშრომლობით აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლაში - „გზის გაკვლევა ქაოტურ საერთაშორისო სისტემაში: დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა და თანამედროვე გამოწვევები.“
კრიტიკული განხილვისა და ანალიზის მეშვეობით, პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს ბოლოდროინდელი გლობალური მოვლენებისა და მსოფლიო პოლიტიკის დინამიკის შეფასებასა და უკეთ გაგებაში.
ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და სხვა მცირე სახელმწიფოების როლის გააზრებას აშშ-სა და ევროპული კავშირის გლობალურ პოლიტიკაში. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ იმ სხვადასხვა სტრატეგიასა და გამოწვევებს, რომელთა წინაშე დგანან როგორც დიდი, ასევე შედარებით შეზღუდული გავლენის სახელმწიფოები.
თემები:
- საერთაშორისო ურთიერთობებში დიდ სახელმწიფოთა გავლენის პოლიტიკის დაბრუნება;
- ნატო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება;
- ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა;
- შეუძლია თუ არა ევროკავშირს გახდეს გლობალური აქტორი;
- რუსეთი როგორც რეგიონული და გლობალური აქტორი;
- მცირე სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა - საქართველოს ქეისი;
- სამხრეთ კავკასია დიდი სახელმწიფოების პოლიტიკაში.
გლობალური პოლიტიკის ზამთრის სკოლა გაიმართება 25-27 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში (ბოხუას ქ. 11).
სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
სოციალური მეცნიერებების და მომიჯნავე სფეროს ბაკალავრის სტუდენტებს (პრიორიტეტი მიენიჭება მესამე და მეოთხე კურსელებს).
განაცხადის შეტანის პროცესი:
გამოაგზავნეთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: [email protected] (ელფოსტის სათაური: Winter School Application).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი, 2026.
მონაწილეობა უფასოა!
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: [email protected].