Fri 13 Feb

Erasmus+ მობილობა აკადემიური პერსონალისათვის სარაგოსას უნივერსიტეტში, ესპანეთი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის აფილირებული პროფესორებისთვის ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ ICM-ის ფარგლებში აკადემიურ მობილობაზე სარაგოსას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

 

სასწავლო მობილობა

მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე + 2 სამგზავრო დღე.

პროგრამა განკუთვნილია აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას და მზად არის პარტნიორ უნივერსიტეტში ლექციების ჩასატარებლად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • რეზიუმე (CV);
  • მობილობის ხელშეკრულება;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

დოკუმენტებს განიხილავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შერჩევის კომიტეტი.

 

შერჩევის კრიტერიუმები

  • შემოთავაზებული სასწავლო/სატრენინგო აქტივობების შესაბამისობა;
  • უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;
  • აპლიკანტის მოტივაცია და მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობები;

განაცხადის წარდგენა

დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

განაცხადების გადარჩევისა და შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე, შერჩეულ კანდიდატს ეცნობება საბოლოო შედეგები.

 

გასათვალისწინებელი თარიღები

19 თებერვალი -  განაცხადების მიღება;
20 თებერვალი - შერჩევა შერჩევის კომიტეტის მიერ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: [email protected].