Mon 23 Feb

განაცხადების მიღება სტაჟირების პროგრამებზე დაიწყო

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას სტაჟირების პროგრამაზე შემდეგ დეპარტამენტებში:

  • პოლიტიკის კვლევისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი (IPRES);
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • პროექტების დეპარტამენტი.

ხანგრძლივობა: 3 თვე (მარტი-მაისი, 2026).

სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 15–20 საათი).

აკადემიური კომპონენტი: 6 ECTS კრედიტი (წარმატებით დასრულების შემთხვევაში).

სტაჟიორები გადანაწილდებიან შესაბამის დეპარტამენტში მათი აკადემიური პროფილისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული და კვლევითი უნარების განვითარებას საჯარო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტული საქმიანობის მიმართულებით, აგრეთვე უნივერსიტეტის ინსტიტუციური ერთეულების საქმიანობის მხარდაჭერას.

 

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

IPRES

  • საჯარო პოლიტიკისა და ევროპული კვლევების მიმართულებით კვლევაში მონაწილეობა;
  • ანალიტიკური მასალებისა და ბლოგპოსტების მომზადების მხარდაჭერა;
  • აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
  • სტუდენტური მობილობისა და საერთაშორისო პროექტების ადმინისტრაციული დახმარება;
  • საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება;

პროექტების დეპარტამენტი

  • საგრანტო პროექტების მომზადებისა და განხორციელების მხარდაჭერა;
  • განაცხადებისა და ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • საკომუნიკაციო და ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა.

კონკრეტული ამოცანები განისაზღვრება დეპარტამენტის საჭიროებებისა და სტაჟიორის პროფილის შესაბამისად.

 

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:

  • სწავლობენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე;
  • სწავლობენ სოციალურ მეცნიერებებს ან მონათესავე მიმართულებებს (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, მედია, სამართალი, ბიზნესი და სხვ.);
  • დაინტერესებულნი არიან კვლევით, საერთაშორისო ურთიერთობებით ან პროექტული საქმიანობით;
  • ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად);
  • შეუძლიათ კვირაში 15-20 საათით მუშაობა 3 თვის განმავლობაში.

შერჩევის პროცესი

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
  • საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება აკადემიური მომზადების, მოტივაციისა და ხელმისაწვდომობის საფუძველზე.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • CV;
  • ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი.

ელ-ფოსტაზე: [email protected]
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 მარტი, 2026

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.