Tue 10 Feb

მიღება კინოსკოლის პროფესიულ პროგრამებზე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კინოსკოლა აცხადებს სტუდენტების მიღებას 6-თვიან პროფესიული მომზადების პროგრამებზე შემდეგი მიმართულებით:

  • კინო კამერის ოპერატორი;
  • კინო განათების ტექნიკოსი;
  • კინოს მემონტაჟე;
  • კინოწარმოების სპეციალისტი.

სასწავლო პროცესი წარიმართება კინოინდუსტრიის პროფესიონალების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობით, რაც უზრუნველყოფს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მაღალ ხარისხს.

პროგრამის მიზანია შექმნას თანამედროვე, ინკლუზიური სასწავლო გარემო, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაეუფლოს კინოინდუსტრიის წამყვან პროფესიებს.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია შეუძლიათ 27 თებერვლის ჩათვლით პროფესიული განათლების პორტალზე. ბმულზე გადასვლის შემდეგ, გთხოვთ, მოიძიოთ ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამები.

ასევე, „შუქი ფროდაქშენთან“ თანამშრომლობით, ცხადდება მიღება კინოსამსახიობო კურსზე. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • ისწავლონ ქართულ კინო ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებისგან;
  • ფართოდ შეხედონ მსახიობის პროფესიას კინოს შექმნის პროცესში ჩართულ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობით; 
  • შექმნან პროფესიული პორტფოლიო თავისი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად.

უნივერსიტეტისა და „შუქი ფროდაქშენის“ თანამშრომლობის მიზანია კინოგანათლების ხელშეწყობა ხელმისაწვდომი პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით და კინოწარმოების განვითარება კრეატიულობის, თანამშრომლობისა და ავთენტურობის პრინციპებზე დაყრდნობით.

დეტალური ინფორმაცია და პროგრამაზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 მარტი, 2026.