Tue 24 Feb

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანმა საგანმანათლებლო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი. აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2026 წლის 20 თებერვალს.

აკრედიტაცია ადასტურებს პროგრამის შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან და უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის მაღალხარისხიან თეორიულ და კლინიკურ განათლებას.

სტომატოლოგიის სკოლის დეკანი, პროფესორი ნატალია ქურდაძე აღნიშნავს: „სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამის სრული აკრედიტაცია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ვთავაზობთ თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას. აღნიშნული წარმატება კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას პროგრამის უწყვეტი განვითარების და თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების სისტემური დანერგვის მიმართულებით.“