Sat 20 Dec

საგრანტო პროექტების წერის ტრენინგი

2025 წლის 18-19 დეკემბერს უნივერსიტეტში საგრანტო პროექტების წერის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირის პროგრამებისა და საერთაშორისო ფონდების საპროექტო განაცხადის მომზადების სპეციფიკას, პროექტის მიზნის განსაზღვრის, სტრუქტურის ფორმირების, მდგრადობისა და შესრულების მონიტორინგის თავისებურებებს.

ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის პროექტების მართვის ოფისის მენეჯერი სალომე კანდელაკი.

პროგრამა ოთხი ძირითადი თემატური სესიისგან შედგებოდა:

  • პროექტის მიზნის განსაზღვრა და დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება;
  • პროექტის აქტივობების დაგეგმვა;
  • პროექტის ლოგიკური ჩარჩოს შექმნა და მდგრადობის განსაზღვრა;
  • პროექტის მონიტორინგისა და შეფასების პროცესები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას.