
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იურიდიული კლინიკა
2025 წლის 9 დეკემბერს, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა“ (COVIOCRIME), ამოქმედდა იურიდიული დახმარების კლინიკა.
კლინიკა მოიცავს სამართლებრივ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ კომპონენტებს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. კლინიკას ხელმძღვანელობენ ძალადობის მსხვერპლ ქალთა და გოგონათა საქმეებზე მომუშავე იურისტები და ფსიქოლოგი. პროგრამაში მონაწილეობს სამართლისა და მედიცინის სკოლის 30 სტუდენტი, რომლებმაც შერჩევის რამდენიმე კომპონენტიანი პროცესი წარმატებით გაიარეს.
კლინიკის ფარგლებში სტუდენტები:
- გაეცნობიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დაცვის მექანიზმებსა და მსხვერპლთა დაცვის საქმეებზე მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს;
- შეისწავლიან ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებს;
- გაეცნობიან სისხლის სამართლის საქმეებს, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- შეისწავლიან დაზარალებული მსხვერპლი ქალების დაცვის მექანიზმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა მოსაზრებებს მტკიცებულებათა შეკრებისა და მოპოვების კუთხით;
- ჩაერთვებიან სპეციალისტებთან ერთად კლინიკის რეალურ საქმეებში მომსახურების გაწევის პროცესში.
კლინიკის მნიშვნელობა ვლინდება ერთი მხრივ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ქმედითი იურიდიულ დახმარების აღმოჩენაში, ხოლო, მეორე მხრივ, პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სძენს რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებიც, თავის მხრივ, გამოცდილებას საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ. ეს კი ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციულ განათლებას.