
Sat 24 Jan
სასერტიფიკატო კურსები ხელოვნების მიმართულებით
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო კურსებზე:
- ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება;
- ფეხსაცმლის მხატვრული მოდელირება;
- ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების მხატვრული მოდელირება;
- ქსოვილების მხატვრული დამუშავება.
კურსებს უხელმძღვანელებს დიზაინერი თათა ვარდანაშვილი, ხოლო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ სწავლების პროცესში დიზაინერის ასისტენტის რაგნში.
კურსის უნიკალურობას განაპირობებს ფოკუსი ეკოლოგიურად მდგრად მასალებსა და წარმოების მეთოდებზე, რაც თანხვედრაშია თანამედროვე მოდის ინდუსტრიის გამოწვევებთან.
მონაწილის არჩევანის შესაბამისად, შესაძლებელია სამთვიანი, ექვსთვიანი ან ერთწლიანი პროგრამის გავლა.
სამ თვიანი კურსის ღირებულება: 1000 ლარი. ფასი შეიცვლება შერჩეული პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად.
სასწავლო პროცესი დაიწყება 1 მარტს.
სასურველ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე 12 თებერვლის ჩათვლით.