Thu 30 Oct

გაიმართა სტუდენტური კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოზე

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, 25 ოქტომბერს, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე - „ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპა - სადავოდ ქცეული ღირებულებები და ცვალებადი პოლიტიკა.“

კონფერენციაზე თავიანთი ნაშრომები წარადგინეს პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, ევროპული კვლევების, ჟურნალისტიკის, სამართლის,  საერთაშორისო ურთიერთობებისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების ბაკალავრიატის სტუდენტებმა.

ღონისძიებამ, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ახალგაზრდა მკვლევრები და აკადემიური საზოგადოება, სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, წარმოეჩინათ საკუთარი კვლევითი ხედვები და ემსჯელათ რეგიონული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევებზე.