
Thu 4 Dec
სასკოლო ოლიმპიადა 2025-2026: პირველი ტურის შედეგები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ სასკოლო ოლიმპიადა 2025-2026-ის პირველი ტურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესი დასრულებულია. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს შედეგები ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
ოლიმპიადის პირველი ტური 15-22 ნოემბერს გაიმართა და მასში, საქართველოს მასშტაბით, 1000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მრავალი წელია ორგანიზებას უწევს სასკოლო ოლიმპიადას, რომლის მიზანია მომავალ თაობაში განათლების განვითარების ხელშეწყობა, სკოლებში სასწავლო პროცესის გაძლიერება, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი მოტივაციის წახალისება.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!