
Sun 7 Dec
საჯარო ლექცია მდგრადობის სამართალზე
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა, ევროკავშირის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე - მდგრადობის სამართალი.
მდგრადობის სამართალი თანამედროვე სამართლებრივ სივრცეში სულ უფრო მნიშვნელოვანი კონცეფცია ხდება. იგი ემყარება პრინციპს, რომ სამართლებრივმა გადაწყვეტილებებმა და პოლიტიკამ უნდა უზრუნველყონ ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვით.
ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- რა არის მდგრადობის სამართალი - მისი პრინციპები და ძირითადი კონცეფციები;
- რა ადგილი უჭირავს მას თანამედროვე სამართლებრივ სივრცეში და როგორ ინტეგრირდება მიმდინარე პრაქტიკებსა და პოლიტიკაში;
- რა კავშირია მდგრადობის სამართალსა და ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) შორის.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა მდგრადობის სამართლის გავლენა პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე და გლობალურ პროცესებზე.
შეხვედრას უძღვებოდა ყოფილი დიპლომატი და მდგრადობის სამართლის ექსპერტი ირაკლი გივიაშვილი.