Mon 8 Dec

სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. 

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის (III, IV კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები და/ან სერთიფიცირებული მედიატორები.  გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისგან/სტუდენტისგან. 

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით (24:00 სთ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

იმიტირებული პროცესების წესებისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია დეტალურად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები გაიმართება 2026 წლის თებერვალში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.