Mon 17 Nov

მედია მასტერკლასი - ,,ყალბი ამბები, ჟურნალისტი და საზოგადოება”

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის სკოლის ორგანიზებით 27-31 ოქტომბერს  გაიმართა ხუთდღიანი ექსკლუზიური მედია მასტერკლასი - „ყალბი ამბები, ჟურნალისტი და საზოგადოება“.

ხუთი დღის განმავლობაში, 60-მდე სტუდენტმა და აბიტურიენტმა მოისმინა ჟურნალისტიკის მკვლევრებისა და პრაქტიკოსების, ჯონ მაქსველ ჰამილტონისა და მარინა ვაშაყმაძის ლექციები პროპაგანდისა და ყალბი ამბების ისტორიის, შექმნისა და გავრცელების მექანიზმებზე.

პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ყალბი ამბების შექმნა და გავრცელება;
  • პროპაგანდის მუშაობის პრინციპები და მისი გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე;
  • ჟურნალისტური ეთიკა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში;
  • ყალბი ამბების გავრცელება მედიაში და ინფორმაციის გადამოწმების სირთულეები სოციალურ მედიაპლატფორმებზე.