Wed 19 Nov

ინტეგრირებული მასტერკლასი პირველად ჯანდაცვაში

10-13 ნოემბერს, უნივერსიტეტში პირველადი ჯანდაცვის ინტეგრირებული მასტერკლასი გაიმართა - „სახელმძღვანელო პრინციპებიდან პრაქტიკამდე“.

4-დღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება მიზნად ისახავდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების რეალურ კლინიკურ პრაქტიკასთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. პროგრამა მოიცავდა პირველადი ჯანდაცვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გასტროენტეროლოგია,  ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია,  დერმატოლოგია, ნეფროლოგია და სისხლის ანალიზის ინტერპრეტაცია.

მასტერკლასს უძღვებოდა პროფესორი საქიბ მაჰმუდი, გამოჩენილი ბრიტანელი ოჯახის ექიმი, კლინიცისტი, პედაგოგი და მედია-ჯანმრთელობის ექსპერტი, რომელსაც 30-წლიანი გამოცდილება აქვს შაქრიანი დიაბეტის, შინაგანი მედიცინისა და კლინიკური განათლების მიმართულებით.